Rus. апрактоагнозияGk. apraktos – უმოქმედო, უსარგებლო, gnosis – შემეცნება აპრაქსიის, ძირითადად კონსრტუქციულის შეხამება აგნოზიასთან, რაც ზოგიერთი მკვლევარის მიერ განიხილება როგორც მათი პათოგენეზური ერთიანობის დამადასტურებელი (Schlesinger B., 1928: Столбуи Д.Е., 1934). ლურიას მიხედვით (Лурия А.Р., 1937), ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცითი ორიენტირების დარღვევები (სივრცითი აპრაქსია-აგნოზია). ისინი გვევლინება როგორც დომინანტური, ასევე სუბდომინანტური ჰემისფეროების ქერქის თხემ–კეფის მიდამოების დაზიანებისას. აპრაქსია-აგნოზიის მოვლენა ორი რთული კლინიკური სინდრომის საფუძველია. 1. ჰეკენის სინდრომი (Hecaen H., 1956) აღინიშნება თავის ტვინის ორგანული დაზიანებისას კერის ლოკალიზაციით მარჯვენა ჰემისფეროში (განაპირა და კუთხის ხვეულები, საფეთქლის ზედა ხვეულის უკანა ნაწილი). დამახასიათებელია ცალმხრივი (მარცხენამხრივი) სივრცითი აგნოზია. ვიზუალურ-კონსტრუქციული დარღვევები, ჩაცმის აპრაქსია. ტოპოგრაფიული წარმოდგენების და ცნებების დარღვევა, ჰემისომატაგნოზია, დიზლექსია, აკალკულია. 2) ზანგვილის სინდრომი (Zangwill O.L., 1950). თავის ტვინის მარცხენა ჰემისფეროს დაზიანებისას აღმოცენებულ სიმპტომთა ერთობლიობა: 1. მხედველობითი სივრცის მარცხენა ნახევრის იგნორირება ანუ ცალმხრივი სივრცითი აგნოზია; 2. კონსტრუქციული აპრაქსია; 2. ტოპოგრაფიული მეხსიერების დარღვევა და სივრცითი დეზორიენტაცია; 4. ჩაცმის აპრაქსია; 5. ოკულომოტორული დარღვევები და მხედველობითი კოორდინაციის დეფექტები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.