ხმის დაკარგვა, ბგერითი მეტყველების არარსებობა ჩურჩულით მეტყველების შენარჩუნებისას. აღინიშნება ცნს-ის ორგანული დაზიანების დროს, მაგრამ შესაძლოა იყოს ფსიქოგენიით გამოწვეული (ხშირად ისტერიული ფსიქოზების ფარგლებში და ნევროზების დროს). ასეთი ფსიქოგენური აფონია ატარებს ფუნქციურ, შექცევად ხასიათს. დამახასიათებელია ბგერითი იოგების არასრული დაძაბვა, თუმცა აფექტის დროს შესაძლოა ხმის უეცარი აღდგენა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.