A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
არა არგ არე არი არტ

არაცნობიერი

Rus. бессознательное
ფსიქოანალიზში: სუბიექტის მიერ შეუცნობელი ფსიქიკური მოვლენების, პროცესების და მდგომარეობების ერთობლიობა. ჟანეს (Janet P.) მიხედვით, არაცნობიერი განიხილება როგორც მოვლენა, რომელიც დაკავშირებულია ცნობიერების კონტროლის შესუსტებასა და ფსიქიკურ დისოციაციასთან. ფროიდის (Freud S.) მიხედვით, ფსიქიკის სტრუქტურა შეიცავს ცნობიერს, წინაცნობიერს და არაცნობიერს. უკანასკნელი წინა ორისგან გამოყოფილია განსაკუთრებული ფსქიკური ინსტანციით – ცენზურით. როგორც ფროიდის მიმდევრები თვლიან, არაცნობიერში აღმოცენდება ცნობიერებისათვის მიუღებელი ინსტიქტები, იმპულსები, რომლებიც ცენზურის მიერ არ ტარდება და გამოვლინდება ცნობიერის გარეშე. მათზე რეაგირების შეუძლებლობა წარმოადგენს კომპლექსების აღმოცენების მიზეზს, რომელიც საფუძვლად უდევს ფსიქოპათოლოგიური, პირველ რიგში, ნევროზული სიმპტომატიკის აღმოცენებას. ფროიდის მიხედვით, არარეაგირებული იმპულსები ფლინდება კლმის შეცდომის, უნებურად თქმის, მეხსიერების შეცდომის ან სიზმრის სახით. ფროიდის მიმდევრების მიხედვით, არაცნობიერი იმყოფება მუდმივ ანტოგონიზმში ცნობიერთან, არ ექვემდებარება რაიმე ფიზიოლოგიურ ან ფსიქოლოგიურ კანონებს და შეცნობადია იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია მისი სიმბოლური გამოვლინების შეფასება, რომელიც ძირითადად გამომდინარეობს ადამიანის ფსიქიკის განვითარებასა და ფორმირებაზე სექსუალური ფაქტორის დომინირებული როლის მნიშვნელობიდან. ფსიქოანალიზურ ლიტერატურაში არაცნობიერთან აიგივებენ ტერმინებს ქვეცნობიერი, ქვეცნობიერება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9