Rus. арефлексияGk. reflexis – არეკვლა რეფლექსების გამოვარდნა, არარსებობა, განპირობებული რეფლექსური რგოლის მთლიანობის დარღვევით ან ნერვული სისტემის მაღლა მდგომი ნაწილების შემაკავებელი გავლენის შეკავებით. გავრცელების მიხედვით არეფლექსია შეიძლება იყოს ტოტალური (დიფუზური) და ლოკალური; პროცესების სიმყარის მიხედვით – სტაციონალური და გარდამავალი (ნეიროდინამიკური). სტაციონარული არეფლექსია აღინიშენბა რეფლექსური რგოლის დარღვევისას ნებისმიერ დონეზე, გარდამავალი არეფლექსია – თავის ტვინის სტრუქტურების სხვადასხვა შეკავების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.