A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინოგენები

Rus. галлюциногены
L. hallutination - ბოდვა. ხედვა, ბერძნ. genos – დაბადებული
ჰალუცინოგენების უწოდებენ აგრეთვე ფსიქოდელიურ პრეპარატებს. წარმოადგენს ნივთიერებების განსაკუთრებულ კლასს, რომლებიც იწვევს ფსიქოზისმაგვარ სურათს, მიმდინარეს ჰალუცინაციებით, გრძნობათა რეალურობის და ორიენტაციის დარღვევით, ონეიროიდული მდგომარეობებით და ცვლილებებით აზროვნებასა და შეგრძნებებში. ცნობილია მათი 100-მდე ბუნებრივი და სინთეზური ნივთიერება. მაგ., ფსილოციბინი (Psylocybin), რომელიც გვხვდება სოკოებში, მესკალინი, რომელსაც შეიცავს მექსიკური კაქტუსის (mescal) წვერები; სინთეზური - LSD - დიეთილამიდი ლიზერგინის მჟავასი (LSD –25) და დიპროპილტრიფტამინი (Dipropyltryptamine). ჰალუცინოგენების მსგავსი მოქმედება ახასიათებს ფენციკლიდინს (Phencyclidine, PCP) და სხვა მადისოცირებელ საანესთეზიო ნივთიერებებს, რომლებსაც უწოდებენ აგრეთვე არილციკლოჰექსილამინებს. მათვე მიეკუთვნება 3,4–მეთილენედიოქსი – მეთამფეტამინი (მდმა) (3,4 methylenediuxymethamphetamine). რომელსაც ჟარგონულად „ექსტაზს“ („Ecstazy“) უწოდებენ. ცნობილია აგრეთვე სხვა ნივთიერებებიც, რომლებსაც მოიხმარენ ნარკომანები, მაგ., ნატურალური ჰარმინი (Harmine), ჰარმალინი (Harmaline), ბოგაინი (Bogaine), სინთეზური-ციკლოდოლი დიმეთილტრიფტამინი - დმტ (Dimethyltryptamine) დიეთილტრიფტამინი - დეტ (Diethyltryptamine), – დიპროპილტრიფტამინი - დპტ (Dipropyltryptamine) 5, - მეტოქსი 3,4 - მეთილენედიოქსიამფეტამინი - მმდა და 2,5 – დიმეტოქსი-4 - მეთილამფენტამინი - დომ (ცნობილი როგორც STP). ჰ. იწვევს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: ტრემორი, ტაქიკარდია, ჰიპერტენზია, ოფლიანობა, მხედველობის დაბურვა და მიდრიაზი. მოქმედებს კატექოლამინურ სისტემაზე, დიფამინზე. აცეტილქოლინზე, სეროტონინზე და ბიოგენურ ამინებზე. LSD იწვევს სეროტონინერგული დორზალური ნაკერის ნეირონების შეკავებას, ხოლო მდმა–ის შეყვანისას მცირდება სეროტონინის რაოდენობა ზოლიან სხეულში. ფიქრობენ, რომ ორგანიზმში არსებობს ზოგიერთი ჰალუცინოგენისთვის სპეციფიკური რეცეპტორები. ჰ-ის დოზები, რომლებიც იწვევს სპეციფიკურ სიმპტომებს, მეტად ვარიაციულია; LSD -ს 75 მგ მიახლოებით უდრის დომ–ის 3 მგ, ფსილოციბინის 6 მგ. ციკლოლოლის 6–8 მგ, დმტ–ის 50 მგ, მდა–ს 100 მგ და მესკალინის 200 მგ. ფხვილისა და ტაბლეტების გარდა, ჰ. მზადდება ე.წ. „დოზირებულ ქაღალდზე“, უმეტესად გვხვდება LSD 30–50 მკგ ოდენობით გაჟღენთილ კვადრატულ, ნახატებიან (კომიქსები, მარკები, გადასაყვანი ქაღალდები) ქადალდებზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9