Rus. Шильдера-Штенгеля синдром (Schilder P., Stengel E., I928). „სხეულის სქემის“ აშლის ვარიანტი. ტკივილით გაღიზიანებაზე რეაქცია არ არის, თუმცა ტკივილის მგრძნობელობა შენარჩუნებელია. ავადმყოფი ვერ ახდენს მიყენებული გამღიზიანებლის ლოკალიზებას, არ რეაგირებს მასზე ჩვეულებრივი რეფლექსური ავტომატური მოძრაობებით. ამ დროს აღინიშნება აპრაქსიის ელემენტები. დაზიანების კერა - თავის ტვინის თხემის წილში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.