A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასო ასპ ასტ ასქ

ასომნოლენციური ჰიპერკინეზური სინდრომი

Rus. асомнолентцый гиперкинетический синдром
გვხვდება ძალიან იშვიათად ენცეფალიტების დროს. ვარაუდობენ, რომ მისი აღმოცენება დაკავშირებულია მეზენცეფალონსა და თალამუსში რეტიკულური ფორმაციის გაღიზიანებასთან. დამახასიათებელია: გამოხატული ზოგადი ფსიქომოტორული აგზნება, ათეტოიდური, ტიკისმაგვარი, ქორეაფორმული მოძრაობები და მიოკლონიური შეკრთომები; უძილობა რამდენიმე დღის განმავლობაში; შესაძლებელია განვითარდეს დელირიუმისმაგვარი შეტევები; ჰიპერესთეზია. ეპიდემიური ენცეფალიტის დროს უძილობა შეიძლება გადავიდეს სომნოლენციაში. დაავადება მთავრდება ლეტალურად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9