Rus. ассоциацияL. associacio – შეერთება ორი ან რამდენიმე ფსიქიკური პროცესის (შეგრძნება, წარმოდგენა, აზრი, ემოცია, მოძრაობა და სხვა.) კავშირის ფორმა, გამოიხატება იმით, რომ ერთ-ერთის აღმოცენება იწვევს მეორის ან რამდენიმეს გაჩენას. რამდენიმე ფსიქოლოგიურ პროცესს შორის ასოციაციური კავშირების მოვლენა ჯერ კიდევ ცნობილი იყო პლატონისა და არისტოტელესთვის. არისტოტელე არჩევდა ასოციაციის სამ სახეს მოსაზღვრეობის, მსგავსების და კონტრასტულობის მიხედვით. პავლოვმა დაადგინა, რომ ასოციაციის ფიზიოლოგიურ სუბსრტატს წარმოადგენს დროებითი პირობითი კავშირები, იგი განიხილავდა ასოციაციას როგორც ერთ–ერთ მნიშვნელოვან ცნებას ფსიქოლოგიაში და მასში ხედავდა ფსიქიკური მოვლენების ფიზიოლოგიურ პროცესებთან თანაფარდობის შესაძლებლობას. არჩევენ ასოციაციების დროსა და სივრცეში ერთიანობას (წერილი – მარკა, დილა – საუზმე), მსგავსები (შაქარი – თოვლი, თვითმფრინავი-ჩიტი), კონტრასტის (ცოცხალი – მკვდარი, დილა – საღამო), ხმოვანების (ჭური – მური), ლოგიკურ-აზრობრივის (წამი – დრო, სიყვარული-გრძნობა) მიხედვთ. ასოციაციის ანალიზზეა დამყარებული ადამიანის ფსიქოლოგიური გამოკვლევის მთელი რიგი მეთოდები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.