A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასო ასპ ასტ ასქ

ასოციაციური ექსპერიმენტი

Rus. ассоциативный эксперимент
L. Associare – მიერთება
(Jung C., 1906). იუნგის მიერ გამოყენებული პროექციული ექსპერიმენტულ–ფსიქოლოგიური მეთოდიკა ავადმყოფის კომპლექსების გასახსნელად გამოკვლევის პროცესში საპასუხო სიტყვიერი რეაქციების ლატენტური პერიოდის გახანგრძლივებით და გამოსაკვლევი პირისათვის არაინდიფერენტული აფექტოგენური ხასიათის სიტყვიერი გამღიზიანებლის მოწოდებით. სიტყვიერი ექსპერიმენტის იდეა გამოთქმული იყო ადრეც. ფსიქიატრიაში ასოციაციური ექსპერიმენტი გამოყენებული იყო პათფიზიოლოგიური (Иванов-Смоленскии А.Г., 1928: Чистович А.С., 1939: Гаккель Л.Б., 1953) ან პათფსიქოლოგიური (Зейгарник Б.В., 1962: Рубинитейн С.Л., 1970: Блейхер В.М., 1971) მონაცემების ინტერპრეტაციით, პათფსიქოლოგიაში ასოციაციური ექსპერიმენტი გამოიყენება აზროვნებითი პროცესების მიმდინარეობის ანალიზისთვის ასოციაციების ხასიათის და მათი აღმოცენების სისწრაფის მიხედვით: აგრეთვე იძლევა გამოსაკვლევი პირის ზოგიერთი პიროვნული თვისების შესწავლის საშუალებას. ცნობილია ასოციაციური ექსპერიმენტის მრავალი ვარიანტი, დამოკიდებული გამღიზიანებლის ხასიათსა და საპასუხო რეაქციის უნარის წინასწარ გამღიზიანებლობაზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9