A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ზა ზე ზი ზო ზუ
ზურ

ზურაბაშვილის სიტყვიერ-სემანტიკური ექსპერიმენტი

Rus. Зурабишвили словестно-семантический эксперимент
ასოციაციური ექსპერიმენტის მოდიფიკაცია, ითვალისწინებს მეტყველებითი სიგნალიზაციის ონტოგენეზურ განვითარებას. შეიცავს ასოციაციური ექსპერიმენტის შემდეგ ვარიანტებს, რომელიც ასახავს მეორეული სასიგნალო სისტემის სხვადასხვა ევოლუციურ-დინამიკურ საფეხურს: 1. უშუალოდ საგნებით გაღიზიანება – სიტყვიერი პასუხი; 2. სიტყვიერი გაღიზიანება (არსებითი სახელი) – სიტყვიერი პასუხი; 3. სიტყვიერი გაღიზიანება (ზმნა) – სიტყვიერი – პასუხი; 4. სიტყვიერი გაღიზიანება (ზმნური არსებითი სახელი) – სიტყვიერი პასუხი; 5. სიტყვიერი სახელი (ზედსართავი სახელი) – სიტყვიერი პასუხი; 6. სიტყვიერი გამღიზიანებელი (საგნების ან მოქმედების დასახელება) – წერითი პასუხი; 7. წერითი გაღიზიანება (საგნების ან მოქმედების დასახელება) – სიტყვიერი პასუხი; 8. წერითი გაღიზიანება (საგნების ან მოქმედების დასახელება) – წერითი პასუხი. (ზურაბაშვილი ა., 1955).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9