Rus. аутистическая психопатия детская (Asperger H., 1944). ხასიათდება ინტელექტუალური პროცესების მაღალი განვითარებით ემოციური სიღარიბის ფონზე. გამოვლინდება დაახლოებით სამი წლის ასაკში, განსაკუთრებით პირველ სასკოლო წლებში. ბავშვთა აუტიზმის კანერის სინდრომისაგან განსხვავდება მოგვიანებითი გამოვლინებით, კარგი სოციალური პროგნოზით; ბავშვის მეტყველება ინარჩუნებს კომუნიკაციურ ფუნქციას. ამ დროს მთავარ ფსიქიკურ დეფექტად ასპერგერი თვლის ინტუიციის, წინა ცხოვრებისეული გამოცდილების გამოყენების უნარის უკმარისობა; ეს უკანასკნელი ვლინდება „სინამდვილის წინათგრძნობის უქონლობით“ (Ганнушкин И.Б., 1933), მჭიდრო კავშირშია თანაგანცდის უნარის უკმარისობასთან (Личко А.Е., 1977)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.