A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ე. ეა ებ ეგ ედ ევ ეზ ეთ ეი ეკ ელ ემ ენ ეო ეპ ერ ეს ეტ ეუ ეფ ექ ეჭ
ემა ემბ ემი ემო ემპ ემფ

ემოციები, ფორმები ასტვაცატუროვის მიხედვით

Rus. эмоции, формы, по Аствацатурову
არჩევენ ემოციების ორ ძირითად ფორმას, როგორც რეცეპტორული ფუნქციის ელემენტებს – თალამურსა და ქერქულს. თალამური ემოცია – ფილოგენეზურად ძველი, პრიმიტიული, ანგარიშმიუცემელი ფსიქიკური რეაქციაა. სასიამოვნოს და უსიამოვნოს არამკაფიო განცდის ფორმით; ვლინდება ფსიქიკური დაავადების დროს ენდოგენური დეპრესიის, სევდის, მშფოთვარე გუნება-განწყობის, შიშის სახით. ამ განცდების დიფუზური, ანგარიშმიუცემელი, აუხსნელი ხასიათი ქმნის აფექტურ მზადყოფნას, რომელიც განაპირობებს ჰალუცინაციური და ბოდვითი ხატების აღმოცენებას. ქერქული ემოცია წარმოადგენს ფილოგენეზურად მოგვიანებით ზედნაშენს, რომელიც შეიცავს გნოსტიკურ კომპონენტებს. ასტვაცატუროვის მიხედვით, ემოციის ფორმები შეესაბამება (H. Head) მგრძნობელობის ფორმებს – პროთოპათიულ თალამურს და ეპიკრიტიკულ ქერქულს.(Аствацатуров М.И., 1936)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9