A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ასა ასე ასთ ასი ასო ასპ ასტ ასქ

ასტრემის დაავადება

Rus. астрëма болезнь
მრავალკეროვანი პროგრესირებადი ლეიკოენცეფალიტი. დამახასიათებელია ცნობიერების დარღვევები, პროგრესული ჭკუასუსტობა. ნევროლოგიური სიმპტომები გამოწვეულია დაზიანების მრავლობითი კეროვანი ხასიათით: მონო- და ჰემიპარეზები, აგრაფია, ალექსია, დიზართრია, ჰემიანოფსია, ჰემიჰიპერესთეზია. მიმდინარეობა მწვავეა, მთავრდება სიკვდილით რამდენიმე კვირაში ან თვეში. პათოლოგანატომიურად – სისხლძარღვოვან სისტემასთან დაკავშირებული მრავლობითი დაზიანების კერები ტვინის თეთრ და რუხ ნივთიერებებში, ბირთვებში, ტვინის ღეროს და ნათხემში. ეტიოლოგია უცნობია, არსებობს აზრი დაავადების ვირუსული ხასიათის შესახებ. (Aström K.E., 1958).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9