Rus. атараксияGk. ataraxia – განურჩევლობა, უშფოთველობა შფოთვის, შიშის, საერთო მოუსვენრობის, ემოციური დაძაბულობის, ფსიქიკური დისკონფორტის ან ფსიქიკური ფუნქციების რაოდენობრივი და (ან) თვისებრივი აშლის დროს დამამშვიდებელი, დამაწყნარებელი ან დამთრგუნველი მდგომარეობის მიღწევა ფსიქოტროპული (ფსიქოსედაციური) [ანქსიოლიზური (ტრანვილიზაციური) ან ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური)] საშუალებების შესაბამისი დოზების გამოყენებით. საქართველოში ა.ზურაბიშვილის, ფ.კონტრიძის და ს. ენუქიძის მიერ შესწავლილ იქნა ატარაქსიის კლინიკური თავისებურებები და დინამიკა. აღწერილ იქნა ე.წ. ინტრავეგეტატიური ატარაქსიის ფენომენი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.