Rus. атаксия АпрозектическаяGk. Prosexis – ყურადღება ყურადღების დარღვევა გამოხატული მანიაკალური მდგომარეობის დროს, კერძოდ, მისი აბნევა. ძირითად როლს ასრულებს აზროვნებითი პროცესის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი აჩქარება და ყურადღების უხეში ცვლილებები. მკურნალობის პროცესში აზროვნების ტემპის შენელების დროს ეს დარღვევები ქრება. გამოჯანმრთელებისას აზროვნების პათოლოგია არ არის გამოხატული. ატაქსია აპროზექსიული წაროადგენს „იდეათა ჯირითის“ უკიდურესი ხარისხით გამოვლინებას. (Осинов В.И., 1923)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.