A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბაბ ბავ ბაზ ბათ ბაი ბალ ბამ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაშ

ბალინტის სინდრომი

Rus. Балинта синдром
„ცქერის ფსიქიკური დამბლის“ სიმპტომთა კომპლექსი. ავადმყოფს შეუძლია მის თვალწინ არსებულ ერთ-ერთ საგანზე ცქერის ფიქსაცია, მაგრამ „ვერ ხედავს“ დანარჩენს, არ შეუძლია საგნებს შორის მანძილის განსაზღვრა. ამის გამო გაძნელებულია გრძელი სიტყვების წაკითხვა, თავლის გადავლება და მთელი სურათის აღწერა ცალკეული დეტალების სწორად დასახელების დროს (სიმულტანური აგნოზია). ბალინტის სინდრომის საფუძველია თვალების მოძრაობაზე კონტროლის დარღვევა, ცქერის ფიქსაციის წერტილის შეცვლის გაძნელება. აღინიშნება დიდი ტვინის თხემის წილის ორმხრივი დაზიანების დროს, ხშირად სისხლძარღვოვანი და ატროფიული გენეზისა. (Balint R., 1909)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9