Rus. атропинокоматозная терапия (Forrer C., 1950). ძირითადად გამოიყენება სხვა მეთოდებისადმი რეზისტენტული ჰალუცინაციურ–პარანოიდული მდგომარეობების, განსაკუთრებით ვერბალური ჰალუცინოზის სამკურნალოდ (Бажин Е.Ф., 1974). არსებობს მონაცემები ტურეტის დაავადების დროს მისი გამოყენების ეფექტურობის შესახებ (Харитонов Р.А., 1985). ფარმაკოლოგიური ეფექტი სავარაუდოდ აიხსნება ზოგადი ბიოლოგიური რეაქტულობის მომატებით. გამოთქმულია აგრეთვე ვარაუდი ჰალუცინაციების პათოგენეზში მონაწილე ტვინის განსაზღვრულ სტრუქტურებზე ატროპინული კომების მადებლოკირებელი გავლენის შესახებ (Бажин Е.Ф., 1972). ნეიროლეფსიური მედიკამენტების მიმართ თერაპიული რეზისტენტობის დაძლევის ერთ-ერთი მეთოდი (Бажин Е.Ф., 1973). მკურნალობა იწყება ნეიროლეფსიური პრეპარატის მოხსნით (რომლებმაც შეიძლება შეასუსტოს ატროპინისადმი მგრძნობელობა) და ატროპინისადმი ინდივიდუალურ რეაქციაზე სინჯით. ატროპინზე სენსიბილიზაციის არარსებობის შემთხვევაში დოზა მერყეობს 25–100 მგ–მდე. ატროპინის კომა გრძელდება 2-4 სთ და მისი კუპირება ხდება ფიზოსტიგმინის შეყვანით. კომას იმეორებენ დღეგამოშვებით (10-15 კურსზე). მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდა მისი ტექნიკური სირთულის, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ექიმის მეთვალყურეობის აუცილებლობის და კომის დროს გამოხატული სომატური და ნევროლოგიური დართვევების გამო (Авруцкий Г.Я., Иелува А.А., 1988)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.