A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აურ აუტ

აურა

Rus. аура
Gk. aura – ნიავი
ეპილეფსიური გულყრის მომასწავებელი: ვლინდება მოტორული, სენსორული ვეგეტატიური ან ფსიქოპათოლოგიური სიმპტომებით. წარმოადგენს ფოკალური ეპილეფსიური გულყრის გამოვლინებას შემდგომი გენერალიზაციით ან მის გარეშე (მაგ., საფეთქლის გულყრის). უპირატესი სიმპტომატიკის მიხედვით არჩევენ აურას; აკუსტიკურს (სმენითს), ვეგეტატიურს, ვესტიბულურს (თავბრუსხვევა), ვისცერალურს, გემოვნებითს, მოძრაობითს (მოტორულს), მხედველობითს, კარდიალურს, ყნოსვითს, ფსიქიკურს (მაგ., ფენომენები „უკვე ნანახი“ და „არასოდეს ნანახი“), ფსიქოსენსორულს, მეტყველებითმამოძრავებელს (მეტყველების უეცარი შეჩერება), სენსიტიურს (განცხრომის ან დარდის შეგრძნება საფეთქლის გულყრის საწყისზე), ეპიგასტრალურს (კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნება – ტკივილი, ბუყბუყი და ა.შ.). აურის ერთ-ერთი ვარიანტია აბსანს-აურა (Воронков Г.Л., 1972), რომლის დროსაც აურის სახით ვლინდება კლინიკურად და სუბკლინიკურად გამოხატული აბსანსია, რეგისტრირდება ელექტროენცეფალოგრაფიულად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9