Rus. аура протрагибированная чувственная რთული ეპილეფსიური აურის სახე, რომლის დროსაც ავადმყოფის სხეულის ზოგიერთ ნაწილში არსებული პერმანენტული პარესთეზიები გულყრის წინ ძლიერდება და ხდება მტკივნეული. ამ დროს ავადმყოფები განიცდიან ელექტროდენის დარტყმის შეგრძნებას, ერთდროულად აღმოცენდება დარდისა და განურჩევლობის გრძნობა, გულისრევის შეგრძნება. უშუალოდ გულყრას წინ უსწრებს სმენითი ჰალუცინაცია („უკვე ყველაფერი დამთავრდა“). ამ დროს ავადმყოფი განიცდის კუნთ-სახსროვანი მგრძნობელობის მოშლის შეგრძნება, მაგ., ხელის გადაგრეხა. ზოგჯერ ავადმყოფი ახერხებს ხელის მეორე მხარეს გადაგრეხით გულყრის თავიდან აცილებას. (Консторум С.И., 1940)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.