სიმპტომთა კომპლექსი, ხასიათდება უპირატესად ექსპრესიული მეტყველების მოშლით. შეუძლებელია სიტყვების წარმოთქმა, თუმცა, მეტყველების პერიფერიული აპარატის ორგანული დაზიანების ნიშნები არ არის. მეტყველებისათვის დამახასიათებელია აგრამატიზმი („ტელეგრაფული სტილი“). პარაფაზიები სიტყვის სტრუქტურის დარღვევით, კონტამინაციები. აღინიშნება დომინანტური ჰემისფეროს შუბლის ქვედა ხეეულის უკანა მესამედის (ბროკას ცენტრი) დაზიანების დროს.(Broca P., 1861)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.