Rus. афазия транскортикальная თავდაპირველად განიხილებოდა როგორც დამოუკიდებელი ფორმა ბროკას და ვერნიკეს ცენტრებსა და გაგების ცენტრს შორის ასოციაციური გზების დარღვევის შედეგი. ამჟამად განიხილება როგორც მოტორული და სენსორული აფაზიის დროს მეტყველების იოლი დარღვევა გამეორებითი მეტყველების შენარჩუნებით. ლურიას (Лурия А.Р., 1962) კლასიფიკაციის შესაბამისად. რომელიც დამყარებულია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის სისტემური დინამიკური ლოკალიზაციის თეორიაზე, არჩევენ აფაზიის შემდეგ ფორმებს: 1) აფერენტული მოტორული (კინესთეზიური) – წინა პლანზეა კინესთეზიურ საფუძველზე დამყარებული მეტყველებითი მოძრაობის დარღვევები, არტიკულაციის მოშლილობანი; 2) ეფერენტული მოტორული (კინეზიური) – მეტყველების სიმწყობრის დარღვევა, მეტყველებითი დეავტომატიზაცია, ერთი არტიკულაციიდან მეორეზე გადასვლის გაძნელება; 3) დინამიკური – მეტყველებითი პროცესების აქტიური აგების დარღვევები; 4) აკუსტიკურ-გნოსტიკური სენსორული – დარღვეულია ახლო (ოპოზიციური) ფონემების გარჩევა. უფრო მასიური დაზიანების დროს ძნელდება მეტყველების ყველა ბგერის გარჩევა, შესაძლოა მეტყველებითი აკუსტიკური აგნოზიის მოვლენები; 5) აკუსტიკურ-მნესტიკური სენსორული – ცნებითი დასახელების დარღვევები. ნაჩვენები საგნის ვერბალური დასახელების გაძნელება. კინესთეზიური აფაგია აღინიშნება დაზიანების გავრცელებისას პრეცენტრალური ქერქიდან ქვედა უბნებზე (სახის, ტუჩების და ენის კინესთეზიის ორგანიზაციის მეორეული ზონები), კინეტიკური – პრემოტორული ზონის ქვედა ნაწილებში; დინამიკური – შუბლის წილის კონვექსიტურ ნაწილში დაზიანების დროს; აკუსტიკურ-გნოსტიკური – ქერქის საფეთქლის მიდამოს მეორად ნაწილში ლოკალური დაზიანების დროს, აკუსტივერ-მნესტიკური სენსორული – დიდი ტვინის ქერქის თხემ-კეფის მიდამოს დაზიანების დროს. (Lichtheim L., 1885).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.