Rus. аффектL. affectus – სულიერი მღელვარება, ვნებაG. Affekt ფსიქოანალიზში: ყველა ემოციურ-აფექგური მდგომარეობა – სასიამოვსო-უსიამოვნო, გარკვეელი-გაურკვეველი, გამოხატული ზომიერი სულიერი ტონალობით ან ძლიერი ენერგეტიკული განტვირთვით. ზ. ფროიდის მიხედვით, ყოველგვარი ლტოლვა პოულობს თავის გამოვლენას ორი დონით – აფექტით ან წარმოდგენით. აფექტი არის მიზიდულობის ენერგიის რაოდენობის ხარისხობრივი გამოხატულება. ზოგადი ფსიქოლოგიური გაგებით, მძაფრი მიმდინარეობის დადებითი ან უარყოფითი ტონის ხანმოკლე მდგომარეობა. უმეტესად აღმოცენდება ფსიქოგენურად. მისთვის დამახასიათებელია მკვეთრი ვეგეტატიური გამოვლინებანი. განარჩევენ აფექტის: სთენიურს (მაგ., მრისხანება, სიხარული), ასთენიურს (შიში, სევდა. შფოთვა), შერეულს (მოლოდინი). ნორმალური რეაგირების შეუძლებლობის შემთხვევაში ვითარდება შეგუბებითი აფექტი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.