A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აურ აუტ

აუტიზმი ბავშვთა

Rus. аутизм детский
(Kanner L., 1943)დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები: 1) სიცოცხლის პირველი წლებიდან ადამიანებთან ურთიერთობის უნარის დარღვევა; 2) გარე სამყაროსაგან უკიდურესი გამიჯვნა გამაღიზიანებელთა იგნორირებით, მანამ, სანამ ეს (გამაღიზიანებელი) არ გახდება ავადმყოფური; 3) ბავშვის ხელში აყვანისას მზადყოფნის პოზის მიღების უკმარისობა; 4) მეტყველების საკომუნიკაციო საშუალებად გამოყენების უკმარისობა; 5) კარგი მექანიკური მეხსიერება; 6) ექოლალიები; 7) გამოყენებული სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით ხმარება; 8) პირის ნაცვალსახელის გაუკუღმართებული გამოყენება; 9) სიცოცხლის პირველ წელს საჭმლის მონელების დარღვევა; 10) ხმამაღალი ბგერების და მოძრავი ობიექტის მიმართ შიში ადრეულ ასაკში; 11) ბგერების და მოძრაობების მონოტონური გამეორება; 12) გარემოს შიში 13) სპონტანური აქტივობის ერთფეროვნება; 14) არასათამაშო საგნებით მონოტონური მექანიკური თამაში; 15) კარგი ინტელექტის შთაბეჭდილება ცალკეული ჩვევების წარმატებულობისა და გონიერი გამომეტყველების წყალობით; 16) სახის სერიოზული გამომეტყველება, ხალხის თანდასწრებით დაძაბული; 17) კარგი ფიზიკური ჯანმრთელობა. განიხილება როგორც ნოზოლოგიურად არასპეციფიკური სინდრომი, მისი ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა მიეკუთვნოს შიზოფრენიას და ჩვეულებრივ, წინ უსწრებს პროცესის მანიფესტაციას (Вроно М.Ш.1971б 1976). ამასთან ერთად, შიზოიდური ფსიქოპათიის დროს ბავშვთა აუტიზმის სინდრომი გამოიყოფს როგორც ორგანული აუტიზმი, პარააუტისტური მდგომარეობანი – ნევროზული რეაქციების ტიპით, რომელიც განპირობებულია ანტე-და პერინატალური განვითარების დროს ეგზოგენური მავნე გავლენით გამოწვეული განვითარების უთანაბრობით და შეჩერებით (Каган В.Е., 1981)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9