Корсаков С.С., 1893). ემოციური პათოლოგიის სიმპტომი. თავდაპირველად აღწერილია მწვავე დეპრესიული აშლით და ცნობიერების შეცვლით მიმდინარე ფსიქოზების დროს. გამოვლინდება ავადმყოფისათვის საკუთარი მდგომარეობის მტანჯველი შეუცნობლობით. თანამედროვე შეხედულებით, შეესაბამება ცნობიერების აბნევის სინდრომის ცნებას (Беленская И.Я, 1966-1970; Позднякова С.И., 1972-1976). სნეჟნევსკი (Снежневский А.В., 1958) გაოცებას ახასიათებს როგორც ფსიქიკური მოქმედების მწვავედ აღმოცენებულ დარღვევას, რომელიც მიმდინარეობს ან თვითშეცნობის დარღვევით, ან გარე სამყაროს გაუგებარი, აუხსნელი ცვლილებების შეგრძნებით. აფექტი გაოცებისა შედის ზოგიერთი ფსიქოზური სინდრომის სტრუქტურის შემადგენლობაში, მაგ., ბოდვითი, ცნობიერების აშლის, და ამა თუ იმ ფსიქოზის ფარგლებში ღებულობს სპეციფიკურ ხასიათს. ასე მაგ., შიზოფრენიის დროს გაოცების სიმპტომი ასახავს იმ ცვლილებების გარკვევის შეუძლებლობას, რომლებიც ეხება „შიგნით“ მიმართულ ავადმყოფურ განცდებს; ალკოჰოლური პარანოიდის დროს იგი ატარებს გაოცებით, მავედრებელი მზერით მიმდინარე ემოციური რეაქციის სახეს, რომელიც აღმოცენდება ირგვლივ მომხდარი არაჩვეულებრივი მწვავე ცვლილებების შედეგად ანუ „გარეთ“ მიმართული განცდების დროს (Storring G., 1939; Позднякова С.И., 1972).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.