A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აფა აფე აფი აფო აფრ

აფექტი პათოლოგიური

Rus. аффект патологический
მიეკუთვნება განსაკუთრებულ მდგომარეობას, აღმოცენდება მწვავე ფსიქოგენიის ზემოქმედების შედეგად და ატარებს ხანმოკლე ხასიათს. ამ დროს აღინიშნება ცნობიერების შევიწროება და ყურადღების კონცენტრაცია ძირითადად მატრამვირებელ განცდებზე. მიმდინარეობს აფექტური განტვირთვით, ხშირად აგრესიულ-დამანგრეველი მოქმედებებით. აფექტური განტვირთვის მდგომარეობაში ცნობიერების დარღვევა ღრმაა. მიმდინარეობს დეზორიენტირებით, გაუგებარი მეტყველებითი პროდუქციებით, ჭარბი ჟესტიკულაციით. გამოსავალი – განურჩევლობის, უმოქმედობის, ზოგადი მოდუნების მდგომარეობა. რომელიც იცვლება ძილით. აფექტი პათოლოგიურის შემდეგ აღინიშნება კონგრადული ამნეზია. აფექტი პათოლოგიური არსებითად წარმოადგენს მწვავე ფსიქოზს და აუცილებლად მიმდინარეობს ცნობიერების შეცვლით, ცნობიერება შემოიფარგლება წარმოდგენების ვიწრო წრით. რომელიც უშუალო კავშირშია პიროვნულად მნიშვნელოვან გამღიზიანებლებთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9