Rus. аффект физиологический на патологической почве სერბსკის მიხედვით, აღენიშნებათ იმ „პირებს, რომელთაც აქვთ არამყარი ნერვული სისტემა, და აგრეთვე მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიან ნერვიულ პირებს“. იგი წარმოადგენს გარდამავალ ფორმას ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ აფექტებს შორის. მნიშვნელოვანია არა მარტო კლინიკური გამოვლინებების, არამედ პათოლოგიური ნიადაგის (ფსიქოპათია, ალკოჰოლიზმი) ანალიზი. ცნობიერების აშლის სიღრმე უმნიშვნელოა. დამახასიათებელია აფექტის გამომწვევ მიზეზსა და გამოვლინების ხარისხს შორის შეუსაბამობა. არაიშვიათად აფექტმა შეიძლება მიაღწიოს მნიშვნელოვან ინტენსივობას და გახდეს დანაშაულის მიზეზი. (Сербский В.И., 1912)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.