Rus. аффект-синдром псевдопсихопатический აღწერილია საფეთქლის ეპილეფსიის დროს, ხასიათდება ცვლილებებით, რომელიც სცილდება ფსიქოპათიის აღწერილი ტიპების ფარგლებს. დამახასიათებელია გუნება-განწყობის ხშირი და სწრაფი ცვლილება, აფექტის გამოფიტვა. აფექტური განტვირთვები გენუინური ეპილეფსიის დროს არსებული ექსპლოზიურობისაგან განსხვავდება ნაკლები სიმყარით, ხანმოკლეა. აღინიშნება ქცევაში ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციების თანაარსებობა. ეპილეფსიური დემენციის მკვეთრი ნიშნები არ გვხვდება. პიროვნების ცვლილებები მიმდინარეობს ინფანტილურ-ეგოცენტრული და იპოქონდრიული ტიპით. ხშირია სოციალური დეზადაპტაციის, ანტისოციალური ტენდენციების, ალკოჰოლური სასმელების მიღებისადმი მიდრეკილება. ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკურ სურათში დიდი ეპილეფსიური გულყრის ეპიზოდებთან ერთად აღინიშნება გენუინური ეპილეფსიისათეის დამახასიათებელი პიროვნული ცვლილებები.(Peters U.H., I969)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.