Rus. аффилфцияE. to affiliate – მიერთება, შეერთება ადამიანის მისწრაფება, იყოს სხვა ადამიანთა საზოგადოებაში. აფილაციის ტენდენცია მატულობს სუბიექტის პოტენციურად საშიშ სტრესულ სიტუაციებში მოხვედრისას. ამ დროს სხვა ადამიანების საზოგადოება საშუალებას აძლევს მას, შეამოწმოს ქცევის ამორჩეული ხერხი და რეაქციის ფორმა რთულ და საშიშ ვითარებაში, ამასთან, ადამიანებთან სიახლოვე ამცირებს შფოთვას, არბილებს როგორც ფიზიოლოგიური, ასევე ფსიქოლოგიური სტრესის შედეგებს. აფილაციის ბლოკირება იწვევს მარტოობის გრძნობას, ფრუსტრაციას.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.