Rus. акцентуацияL. accentus – მახვილი, გამახვილება ადამიანის ფსიქიკური მახასიათებლების გამახვილება, გაძლიერება. ლეონჰარდის (Leonhard K., 1964-68) მიერ შემუშავებულ იქნა პიროვნების აქცენტუირების კონცეფცია. რომლის თანახმად, ადამიანის ფსიქიკის განვითარების გზაზე ხდება პიროვნების ზოგიერთი თვისების გამკაცრება, რაც განსაკუთრებული პირობების შემთხვევაში იძენს დადებით ან უარყოფით სახეს. აქცენტუაცია პიროვნებისათვის წარმოადგენს გარდამავალს ნორმასა და პათოლოგიას შორის, არჩევენ ხასიათის და ტემპერამენტის აქცენტუაციის ათ ტიპს: ჰიპერთიმიურობა, აფექტთა შეფერხება, ემოციურობა, პედანტურობა, შფოთვა, ციკლოთიმიურობა, დემონსტრაციულობა, აგზნებადობა, დისთიმიურობა (სუბდეპრესიულობა), აფექტური ეგზალტაციისადმი მიდრეკილება. პათოლოგიაში დემონსტრაციულობა განსაზღვრავს ისტერიულ ფსიქოპათიას, პედანტურობა – ანანკასტიურ ფსიქოპათიას, აფექტთა შეფერხება – პარანოიალურ ფსიქოპათიას, აგზებადობა – ეპილეფსოიდურ ფსიქოპათიას და სხვ. ლიჩკო (Личко А.Е., 1977) მოზარდთა შორის გამოყოფს აქცენტუაციის შემდეგ ტიპებს: ჰიპერთიმიური, ციკლოიდური, ლაბილური, ასთენიურ-ნევროზული, სენსიტური, ფსიქასთენიური, შიზოიდური, ეპილეფსოიდური, ისტეროიდული, არამყარი, კონფორმული და შერეული. სადიაგნოსტიკოდ მოწოდებულია შმიშეკის კითხვარი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.