უმაღლეს ხერხემლიანთა უნარი ობიექტის განმსაზღვრელი თვისების დამახსოვრებისა. ხდება პოსტნატალური პერიოდის ადრეულ ეტაპზე. ცხოველებში უწოდებენ იმპრინტინგს (ინგლ. Imprint – აღბეჭდვა). მისი საშუალებით ისინი არჩევენ მშობლებს, საკუთარი სახეობის წარმომადგენლებს, სქესობრივ პარტნიორებს, ნაცნობ ადგილმდებარეობას და ა.შ.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.