A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
აღბ აღდ აღზ აღნ აღფ აღქ

აღდგენა

Rus. воспроизведение
ცხოვრებისეული გამოცდილების პროცესში მეხსიერებაში დაფიქსირებული ობიექტების, აზრების, გრძნობების აღმოცენება. წარმოადგენს მეხსიერების სტრუქტურის ერთ-ერთ კომპონენტს და შეიძლება იყოს აქტიური, მიზანდასახულად გამოწვეული, და პასიური, არამიზანდასახულად აღმოცენებული. თანდათან განვითარებული ორგანული დაავადებების (ცერებრული ათეროსკლეროზი, ეპილეფსია) დროს მეხსიერების შესუსტების გამო აქტიური აღდგენის გაძნელება განაპირობებს დამახსოვრების უკმარისობას. ფსიქოანალიზური მნიშვნელობით, აღდგენა (Reconstruction) წარმოადგენს ჩარევის მნიშვნელოვან ტიპს, რომლის საშუალებითაც მკურნალობის დროს ხდება დავიწყებული, დათრგუნული, მაგრამ ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი ადრეული გამოცდილების ან მის მიერ დატოვებული ნაკვალევის აღდგენა (გახსენება). ასეთი ნაკვალევები თანდათანობით ჩნდება პიროვნების თავისუფალ ასოციაციებში, ქცევაში, სიზმრებში და გადატანის რეაქციებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9