ავადმყოფური ფსიქიკური მდგომარეობები, ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების დონის დაქვეითებით, თუმცა, „ფსიქოზი კლინიკური მნიშვნელობით არ ვითარდება“. აღწერილია თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს. ჰიპოფსიქოზის გარდა ავტორი არჩევდა: აფსიქოზს, ფსიქიკური ფუნქციის არარსებობა, თანმიმდევრული და მიზანდასახული აზროვნების შეუძლებლობა (მაგ., სტუპორის დროს); ჰიპერფსიქოზს, რომელიც ხასიათდება ფსიქიკური ფუნქციის გაძლიერებით; პარაფსიქოზს, რომლის დროსაც აღინიშნება ფსიქიკის დამახინჯებული ფუნქციონირება. (Barnes F.M., 1923)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.