ქალებში ჰირსუნტიზმის და შაქრიანი დიაბეტის ერთდროული არსებობა. თმიანობა სხეულზე მამაკაცური ტიპით. ვირილიზაციის სხვა ნიშნები არ არის. სიმსუქნე. ამენორეა. ხშირად – არტერიული ჰიპერტენზია. მიზეზი – ჰიპოფიზის ბაზოფილური ადენომა, თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. (Achard E.Ch., tiers J., 1921)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.