A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბაბ ბავ ბაზ ბათ ბაი ბალ ბამ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაშ

ბავშვთა და მოზარდთა მეტყველების სპეციფიკური აშლილობები

Rus. специфические расстройства речи у детей и подростков
მეტყველების თავისებური ფორმა, დარღვეულია განვითარების ადრეული საფეხურებიდანვე. არ არის გამოწვეული სამეტყველო აპარატის პათოლოგიით ან გონებრივი ჩამორჩენილობით. გამოიხატება კითხვის და მართლწერის დარღვევებით, პიროვნებათშორისი ურთიერთობების ნაკლოვანებით, ემოციური და ქცევითი აშლილობებით. გვხვდება: ფონოლოგიური, არტიკულაციური (ენაჩლუნგობა), ექსპრესული (დისფაზია, აფაზია), რეცეპციური (კოგნიტიური სმენითი აღქმის დარღვევა: რეცეპტორული დისფაზია და აფაზია, ვერნიკის აფაზია, სიყრუე სიტყვების მიმართ) აშლილობების და ლანდაუ-კლეფნერის სინდრომის, ეპილეფსიით გამოწვეული შეძენილი აფაზიის სახით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9