A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბაბ ბავ ბაზ ბათ ბაი ბალ ბამ ბან ბარ ბას ბატ ბაქ ბაშ

ბავშვთა და მოზარდთა ქცევითი აშლილობები

Rus. расстройства поведения детей и подростков
ახასიათებს ხანგრძლივი განმეორებადი, ასოციალური, აგრესიული, გამომწვევი ქცევები. ასეთი ქცევა თავის უკიდურეს ხასიათს აღწევს ასაკის შესაბამისი სოციალური (მორალურ-ეთიკური) ნორმების გამოხატული დარღვევების ფონზე და სცილდება ბავშვური მავნეობის და მეამბოხოების ფარგლებს. ხანგრძლივობამ შეიძლება მიაღწიოს 6 თვეს და მეტს. გამოვლინება ხდება შემდეგი სახით: გადაჭარბებული მოჩხუბრობა, ხულიგნობა, ადამიანების და ცხოველთა მიმართ სისასტიკე, საკუთრების განადგურება, ცეცხლის წაკიდება, ქურდობა, მატყუარობა, სიზარმაცე სკოლაში, გაქცევა სკოლიდან, ხშირად ბრაზის აფექტი. ქცევითი აშლილობა შეიძლება შემოიფარგლოს ოჯახური წრით და გამოვლინდეს არასოციალიზებული ან სოციალიზებული ქცევითი აშლილობებით (ჯგუფური ქურდობა, შეურაცხყოფის მიყენება ჯგუფურად, ჯგუფური განცდენები სკოლაში)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9