A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალექსია

Rus. алексия
Gk. lecsis – მეტყველება
(Benedikt M. 1865; Kussmaul A., 1877). ოპტიკური აგნოზიის ფორმა. ხასიათდება კითხვისას წაკითხულის აზრის გაუგებრობით. არჩევენ პირველად და მეორად ალექსიას, რომლებიც შედის აფაზიური სინდრომების სტრუქტურაში. გვხვდება: ლიტერალური ალექსია – ზოგიერთი ასოს გარჩევის უუნარობა; ასილაბიური ალექსია – სიტყვაში ზოგიერთი მარცვლის წაკითხვის შეუძლებლობა; ვერბალური ალექსია – სიტყვათა კითხვის შეუძლებლობა. გამოვლინდება პროცესის ლოკალიზაციისას თავის ტვინის დომინანტური ჰემისფეროს კეფის, ფუძის და იჭვიათად საფეთქლის მიდამოში. სინდრომის დინამიკა მიმართულია ლიტერალური ალექსიიდან, როდესაც კითხვა შესაძლებელია, მაგრამ ხორციელდება პარალექსიებით და წაკითხულიდან სიტყვათა გაგების გარეშე, აგნოზიურ ალექსიამდე, როცა ასოები კარგავს სიმბოლურ მნიშვნელობას (Смирнов В.М.. 1962)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9