A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვის პირველსახე

Rus. бреда прообразы
ფსიქოპათოლოგიური მდგომარეობანი, ვლინდება ბავშვთა შიზოფრენიის დროს 5-7 წლის ასაკში და ხასიათდება შფოთვის, მოუსვენრობის, შიშის აფექტით, ნეგატივიზმით, რომლის მწვერვალზე აღმოცენდება არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ახლობლების ან უარყოფითი – საკვების მიღების მიმართ. ნათესავებისადმი ანტიპათია ან საერთოდ აუხსნელია, ან შეცვლილი დამოკიდებულების მოტივი არაადეკვატურია, წინააღმდეგობრივია. საკვებისადმი მყარი, არაკორეგირებადი, უარყოფითი დამოკიდებულება მიმდინარეობს შფოთვით, აუხსნელი შიშით. ეს სიმპტომები წარმოადგენს თავისებურ შეგრძნებებს, თავის განვითარებაში არ აღწევს მყარი პათოლოგიური მსჯელობის დონეს, მაგრამ ღებულობს ბოდვისთვის დამახასიათებელ რიგ თვისებებს: უმიზეზოა, კორექციას არ ექვემდებარება და განსაზღვრავს ავადმყოფის ქცევას. Башина В.М., 1980
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9