Rus. бредоподобные фантазии ისტერიული რეაქციების ერთ-ერთი გამოვლინება, რომელიც ახლოსაა დიუპრეს მითომანიასთან. ავადმყოფის მიერ გამოგონილი იმდენად შორსაა სინამდვილისგან, რომ ემსგავსება ბოდვით მტკიცებას. ვითარდება ისტერიულად შევიწროებული ცნობიერების ფონზე. განდიდების, განსაკუთრებული მნიშვნელობის იდეები არამყარია და აქვს ფანტასტიკურ-ჰიპერბოლური ხასიათი. ბოდვისმაგვარი ფანტაზიების შინაარსი იცვლება სიტუაციასთან დაკავშირებით. Siefert S., 1907, Birnbaum K., 1908
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.