A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინაციები ბონესი

Rus. галлюцинаций Бонне
აღწერილია ცნობილი ფრანგი ნატურალისტის შ. ბონეს (Bonnet Ch.) მიერ XVII ს. ბონეს 89 წლის ბაბუას, რომელიც დაავადებული იყო კატარაქტით, აღენიშნებოდა მხედველობითი ჰალუცინაციები. ასეთივე ჰალუცინაციები აღინიშნება გლაუკომის დროსაც. ანალოგიური გენეზის სმენითი ჰალუცინაციები აღინიშნება სმენის მიმდინარე დაავადებების დროს (ქრონიკული ოტიტი, ოტოსკლეროზი). ბონეს ჰალუცინაციის სმენითი ვარიანტი აღწერილია პოპოვის (Попов Е.А., 1956) მიერ. დამახასაითებელია ჰალუცინაციებში ავადმყოფისთვის აქტუალური განცდების ასახვა, ბოდვითი ინტერპრეტაციის და ცნობიერების აშლის არარსებობა. დასაშვებია ავადმყოფის მიერ ჰალუცინაციების აღმოცენებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9