ნაწლავთა დახშობა, გამოწვეული თმების სისტემატური გადაყლაპვით. ავადმყოფის ნაწლავში წარმოიშობა თმის კონგლომერატები – ტრიქობეზოარები. აღინიშნება ფსიქოპათიის, შიზოფრენიის, ეპილეფსიის, ოლიგოფრენიის დროს, უპირატესად ბავშვთა ასაკში. არაიშვიათად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. [აღწერილია Vaughan E.D., Sawyers J.L., Scott H.W., (1968) მიერ]. (რაპუნცელი – ძმები გრიმების ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟი, გრძელნაწნავებიანი გოგონა)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.