მწვავე ფსიქოზური მდგომარეობა მკვეთრი აგზნებით და ცნობიერების დაბინდვით, რომელიც აღმოცენდება სხეულის ტემპერატურის მნიშვნელოვანი აწევის და ფიზიკური გამოფიტვის დროს. დამახასიათებელია გარემოს ილუზორული აღქმა, შიშის, შფოთვის აფექტი, გამოხატული იმპულსური ქცევები. აღინიშნება ინფექციური და ინტოქსიკაციური ფსიქოზების, პროგრესული დამბლის გალოსპირებული ფორმის, ეპილეფსიის, მწვავე ტრამვული და მოხუცებულობითი ფსიქოზების დროს. ბოდვა მწვავე – არასაკმარისად დიფერენცირებული ცნებაა, უპირატესად მიეკუთვნება ეგზოგენურ ფსიქოზებს, თუმცა, მისგან ერთ-ერთი ვარიანტის სახით გამოყოფილია ფებრილური შიზოფრენია (Краснушкин Е.К., 1933; Stauder K., 1934; Schied K., 1937; Ромасенко В.А., 1989)რომლისთვისაც დამახასიათებელია კატატონიურ-ონეიროიდული შეტევები ფანტასტიკური ბოდვით
Synonym: მომაკვდინებელი შიზოფრენია, ჰიპერტოქსიკური შიზოფრენია, ფებრილური შიზოფრენია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.