A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბედ ბეზ ბეი ბეკ ბელ ბენ ბერ ბეს ბეტ ბეხ

ბერესონ-ფორსმან-ლემანის სინდრომი

Rus. Бëрьесона-Форсмана-Лемана синдром
ჭკუასუსტობის მემკვიდრეობითი ფორმა სიმსუქნით. ხასიათდება იდიოტიის ხარისხის გონებრივი განუვითარებლობით, ეპილეფსიფორმული გულყრებით, აგრესიული ტენდენციებით, აფექტური აფეთქებებით, სომატურად – დაბალი ან ჯუჯა ტანი, genu valgum, ჰიპოთირეიზი, თავის ქალასა და სახის დისპლაზიური ხაზები (კოშკისებრი თავის ქალა, თვალის ვიწრო ნაპრალები, კანი და კანქვეშა ქსოვილი შუბლის და ლოყებზე შეშუპებული, ყურის ნიჟარები გადიდებული). სიმსუქნე თანაბარია, რამდენადმე უფრო გამოხატულია სარძევე ჯირკვლების არეში. ჰიპოგენიტალიზმი. ხშირად ავადდებიან მამაკაცები. დაავადება მემკვიდრეობითია. გადაცემის ტიპი – რეცესიული, სქესთან დაკავშირებული. Börjesson M., Forssman H., Lehman O., 1961
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9