ოჯახურ-მემკვიდრეობითი პათოლოგია (გადაცემის ავტოსომურ-რეცესიული ტიპი). დამახასიათებელია: 1) მხედველობის ნერვის ორმხრივი ატროფია სკოტომებით, ფერების აღქმის დარღვევებით და რქოვანას დაზიანებით, 2) ნათხემის ორმხრივი დისფუნქცია (ატაქსია, ნისტაგმი, ჰიპერრეფლექსია, ბაბინსკის სიმპტომი), 3) ოლიგოფრენია. Behr C., 1905
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.