A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

რა რე რი რო რუ
რეა რეგ რედ რევ რეზ რეი რეკ რელ რემ რეო რეპ რეჟ რეს რეტ რეფ რექ რეც

რედუქცია ენერგეტიკული პოტენციალისა

დინამიკური დაცარიელება
Rus. редукция энергетического потенциала
L. reductio – უკან წასვლა, დაბრუნება
(Conrad K., 1958). ღრმა პიროვნული ცვლილებების სინდრომი ფსიქიკური აქტივობის და პროდუქტიულობის რედუქციის სახით, ავადმყოფის ცხოვრებისეული გამოცდილების აქტიური გამოყენების შეუძლებლობით. აღინიშნება შიზოფრენიის დროს. ძირითადი სიმპტომები: 1) აქტივობის და შრომის უნარის მყარი დაქვეითება; 2) ინტერესების წრის შევიწროება; 3) ინდივიდუალური ხაზების გასადავება; 4) აწეული დაღლილობა და გამღიზიანებელი სისუსტე; 5) არამკვეთრად გამოხატული დისმნეზიური დარღვევები. არჩევენ „ქცევის რეგრესის“ ტიპებს – ეპილეფსოიდიზაცია, ფსევდოპარალიზური და აპათიურ-აბულიური ვარიანტები. სნეჟნევსკის მიხედვით, ე.რ.პ. მოიცავს ფსიქიკური აქტივობის, პროდუქტიულობის და ემოციურობის სფეროებს. ჰუბერი (Huber G., 1976) განიხილავს „წმინდა“ რედუქცია ენერგეტიკული პოტენციალისას როგორც შიზოფრენიულ პროცესუალურ სინდრომს, რეზიდუალური შიზოფრენიის ორგანულ ბირთვს, რაც შეუქცევადი გამოსავალი მდგომარეობის მიზეზს წარმოადგენს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9