სხვისი მზერის აუტანლობა ან შიში (1900). ავადმყოფები ვერ იტანენ მათდამი მიმართულ მზერას. ამის შეგრძნებისას ძლიერ ღელავენ. შიში იმისა, რომ დაჟინებული მზერა აღმოაჩენს ავადმყოფის „ცუდ“ აზრებს და მისი ქცევა (მოუსვენრობა, მღელვარება) შესაძლოა გახდეს რაღაც ცუდის ეჭვის მიზეზი. უცხო მზერის შიში თითქმის ერთდროულად იქნა აღწერილი ჰარტენბერგის (Hartenberg P., 1904) და სუხანოვის (Суханов С.А., 1905) მიერ. მის გენეზში დიდ როლს ასრულებს ავადმყოფის შფოთვიან-ეჭვნეული ხასიათის ხაზები. ასეთ ავადმყოფთათვის დამახასიათებელია განმარტოების, საზოგადოებისაგან იზოლაციის ტენდენციები. ზოგიერთი მკვლევარი ამ სიმპტომს განიხილავს როგორც დისმორფოფობიის გამოვლინებას
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.