Rus. Биликевича теория этиоэпигенезаGk. aitia – მიზეზი, epi – ზემოდან, genesis – წარმოშობა ფსიქოზის რთული სტრუქტურის განხილვა დინამიკაში ძირითადი (ეტიოლოგიური) და დამხმარე (პათოგენეზური და პათოპლასტიკური) ფაქტორების გათვალისწინებით. ფსიქოზის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ფაქტორთა ერთმანეთზე უწყვეტი ზედდება, ონტოგენეზის პროცესში მათი ორგანიზმზე გავლენა. საბოლოო სახით ფსიქოზის სტურუქტურა წარმოადგენს მრავალსართულიან. მრავალმხრივ კონსტრუქციას პათოლოგიური პროცესის ევოლუციის დინამიკით. პათოლოგიური პროცესი დროში განიხილება როგორც სამშრიანი: 1. მემკვიდრეობით-კონსტიტუციური; 2. პათოლოგიური პროცესის ორგანული საფუძველი; 3. ფუნქციური, ფსიქოზური, ნევროლოგიური ზედნადები. დაავადების სურათში ერთდროულად არსებობს სხვადასხვა რეგისტრის ფსიქოპათოლოგიური სინდრომები, რომლებიც შესაბამისად განსხვავდება თავიანთი კლინიკურ-დიაგნოსტიკური და პრაქტიკული მნიშვნელობით. ეტიოლოგიური მნიშვნელობის სხვადასხვა ქვედა სინდრომოლოგიურ შრეებში შესაძლოა კლინიკური გამოვლინებებით გარეგნულად მსგავსი სინდრომების ბაზირება. რიგ შემთხვევებში წარმატებული მკურნალობის დროს იხსნება ზედაპირული ფსიქოპათოლოგიური შრე და ვლინდება ქვედა სინდრომოლოგიური შრე, ხშირად სხვადასხვაგვარი, პირველადი ეპიგენეზური სიმპტომების მსგავსების მიუხედავად. ფსიქოზის რთული სტრუქტურის ერთ-ერთი ვარიანტი - უკვე არსებულ დაავადებაზე სხვა რეგისტრის სიმპტომთა კომპლექსის ზედდება. ზოგჯერ ეს ხდება შემთხვევით (მაგ., ქალა-ტვინის ტრავმას შიზოფრენიის სურათში შეაქვს ორგანული ფსიქოსინდრომის სიმპტომატიკა), ზოგჯერ – დაავადებისათვის დამახასიათებელი პათოგენეზური მექანიზმების შედეგად (მაგ., მოხუცებულობითი ჭკუასუსტობის კლინიკური სურათი სახეს იცვლის მანიაფორმული სინდრომის მიერთებით და ღებულობს პრესბიოფრენიის ხასიათს). ავტორის აზრით, ეტიოეპიგენეზის კონცეფცია აადვილებს ფსიქიატრიის წინაშე მდგარი რთული ნოზოგრაფიული პრობლემის გადაჭრას. Bilikiewicz T., 1947
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.