A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვა კონფორმული

Rus. бред конформный
L. conformis – მსგავსი
ფორმით და შინაარსით მსგავსი სისტემატიზებული ბოდვა, რომელიც უვითარდებათ ერთად მცხოვრებ და ახლობელ ორ ან რამდენიმე ადამიანს, ინდუცირებული ბოდვისგან განსხვავებით. კონფორმული ბოდვის დროს ორივე მონაწილე ფსიქიკურად დაავადებულია, მაგ. შიზოფრენიით, ბოდვის შინაარსი განისაზღვრება არა მარტო ენდოგენური არამედ ფსიქოგენური პათოპლასტიკური მომენტებით. ბოდვის შიაარსის კონფორმულობა არსებითად მოქმედებს ავადმყოფის პოზიციაზე. ავადმყოფები გარე სამყაროს უპირისპირდებიან არა როგორც ცალკეული ინდივიდები, არამედ როგორც რაღაც ჯგუფი, განსხვავდება სიმბიონტური ფსიქოზებისგან, რომლებიც მიეკუთვნება ინდუცირებულს და ამავე დროს შესაძლებელია ინდუქტორის გამოყოფა. Bayer W., 1932
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9