A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ბა ბე ბი ბლ ბნ ბო ბჟ ბრ ბუ
ბობ ბოგ ბოდ ბოვ ბონ ბორ ბოს ბოტ

ბოდვის კრისტალიზაცია

Rus. бреда кристаллизация
პერიოდი პირველადი ბოდვის განვითარებაში, უშუალოდ მოსდევს წინამორბედ პერიოდს – „პირველადი ბოდვითი განწყობა“. ავადმყოფთათვის მძიმე ეჭვებს და მოლოდინს, უნდობლობას, როცა ყველაფერი გარშემო იძენს სხვა, განსაკუთრებულ აზრებს, ცვლის ბოდვითი შეცნობა. ხდება რეალური მოვლენების გადასინჯვა ბოდვითი განცდების ჭრილში, ფართოვდება მოვლენების ბოდვითი ინტერპრეტაციის წრე და მყარდება მხოლოდ ავადმყოფისთვის გასაგები კავშირები მათ შორის. აღმოცენდება ბოდვითი სისტემა, რომელშიც შეიძლება მისი ძირითადი ღერძის გამოყოფა. იცვლება ბოდვის რეგრესიის პერიოდით, რომელიც ხასიათდება ბოდვითი სისტემის დაშლით. Балинский И.М., 1859
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9