თავის ტვინის ორგანული დაავადება, რომლის სიმპტომატიკა შილდერის დაავადების მსგავსია. დამახასიათებელია ქალასშიგა წნევის მომატება მხედველობის ნერვის დვრილების შეშუპებით. სიცოცხლეში, ჩვეულებრივ, არ დიაგნოსტირდება. პათოლოგანატომიურად – თავის ტვინის ჰემისფეროების თეთრ ნივთიერებაში აღინიშენბა მრგვალი გლიოზურ–ფიბროზული კერები. განიხილება როგორც გაფანტული სკლეროზის ფორმა. Balo J, 1927
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.