Rus. голодисфренияGk. hollos - მთლიანი, phrēn - გონება (Barahona-Fernandes J.N.,1957). შიზოფრენიისმაგვარი ფსიქოზი, რომელიც მიმდინარეობს ფსიქიკური მოქმედების დეზინტეგრაციით და ასოციაციური გახლეჩით. დამახასიათებელია ეპიზოდური მიმდინარეობა სრული გამოჯანმრთელებით. აღწერილია ფსიქოზების რამდენიმე კლინიკური ტიპი: პარანოიდული, ჰალუცინაციური, ინკოჰერენციული, მოძრაობითი, ცნობიერების აშლით (ბინდისებური ცნობიერება, დელირიუმი). ძირითადი დარღვევები – ცნობიერების, ყურადღების ტოტალური აშლილობა და აზროვნების ინკოჰერენციულობა. აღინიშნება ძილის, ინსტინქტების და აფექტის, დროის შეგრძნების და ორიენტირების დარღვევა. ფსიქოზის აღმოცენებაში ხაზგასმულია კონსტიტუციური, ეგზოგენური და ფსიქოგენური ფაქტორების როლი. ნიზოლოგიურად ჰოლოდისფრენია იმყოფება შიზოფრენიასა და ცირკულარულ ფსიქოზს შორის საზღვარზე. პაპადოპულოსის (Пападопулос Т.Ф., 1975) მიხედვით, მიეკუთვნება ატიპურ მწვავე ენდოგენურ ფსიქოზებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.